დავით ნარმანიას თქმით, ლაშა აბაშიძეს საჯარო უწყებებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს გამოცდილება ვაკის რაიონის განვითარებას მოახმაროს. მისი თქმით, ლაშა აბაშიძე კარგად იცნობს ადგილობრივ სპეციფიკას, იგი უკვე გაეცნო გამგეობის ბიუჯეტს, რომლითაც 2015 წლის პროექტები და პროგრამები უნდა განხორციელდეს.
„ვაკეში ძალიან ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი - შიდა გზები, ეზოები, რაზეც ბინათმსაკუთრეთა ამხანაგობებს საკმაოდ ბევრი განცხადება აქვთ შემოტანილი. არსებობს ასევე სოციალური და სხვა საჭიროებები. ამ ყველაფერს ღირსეული გაძღოლა სჭირდება და დარწმუნებული ვარ , რომ ლაშა აბაშიძე ამას შეძლებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ლაშა აბაშიძის თქმით, უახლოეს დღეებში დეტალურად გაეცნობა სტრუქტურას, ასევე სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულების პროექტებს.
თბილისის მთავრობა ახალი შემადგენლობით მუშაობას დღეიდან შეუდგა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიამ მთავრობის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები






