თბილისის მერთან არსებულმა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ პირველი სხდომა გამართა
პოლიტიკა - 19:51, 18 Mar, 2015     1206
დღეს თბილისის მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

საბჭოს საქმიანობის მიზანია შშმ პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ერთიანი საქალაქო პოლიტიკის ჩამოყალიბება და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის კოორდინაციის გაღრმავება.

თბილისის მერმა შშმ პირთა უფლებებზე ზრუნვა თავის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა, რაც ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტზეც აისახა. მიმდინარე წლიდან აღნიშნული სამსახური შშმ პირებთან მიმართებით 3 ახალ პროგრამას ახორციელებს, რაც არსებულ 2 პროგრამას დაემატა.

საბჭო, რომელიც 9 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების 11 წარმომადგენლისგან დაკომპლექტდა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს, ხოლო აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილია. „საბჭო სპეციალურად შეიქმნა დედაქალაქის მერთან იმისათვის, რომ იმუშაოს და მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები ყველა იმ საკითხზე, რაც დედაქალაქში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელადაა საჭირო,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიამ საბჭოს შექმნით გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

საბჭოს პირველ სხდომაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის, მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ადაპტირების, აგრეთვე, კერძო სექტორის კუთვნილი შენობა-ნაგებობების ადაპტირებისთვის საჭირო ნებართვის გაცემის წესის გამარტივების საკითხზე. ქალაქის მუნიციპალიტეტის დონეზე აღირიცხება საჯარო დანიშნულების შენობა-ნაგებობები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ხიდები, სარეკრეაციო ზონები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, მათ შორის, საბავშვო ბაღები და პირველადი სამედიცინო დახმარების ობიექტები, ასევე, თეატრები, საკონცერტო და სპორტული დარბაზები.

საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარკირების ადგილების მოწყობის წესში ცვლილების შეტანის საკითხიც. დღეისათვის არსებული ვითარებით, პარკირებით მხოლოდ ის პირები სარგებლობენ, რომლებსაც ავტომობილი საკუთარ მფლობელობაში ჰყავთ. ცვლილების შემდეგ კი, პარკირებით ნებისმიერი შშმ პირი ისარგებლებს.

სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების თემატური ჯგუფები, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა თემის მონაწილეობას გაზრდის.

დებულების თანახმად, საბჭოს სხდომები 2 თვეში ერთხელ გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42