"თქვენი ხმამაღალი ტემბრი არავის აშინებს"- კურტანიძე ბობოხიძისგან ბოდიშს ითხოვს
პოლიტიკა - 19:35, 18 Mar, 2015     1864
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აკაკი ბობოხიძეს „უმსგავსო საქციელის“ გამო ბოდიშის მოხდა და ტონის დაწევა მოსთხოვა. კურტანიძემ ბობოხიძე მას შემდეგ გააკრიტიკა რაც უმცირესობის დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვის სკოლაში შეყვანა 5-6 წლიდან უნდა იყოს შესაძლებელი. კურტანიძის თქმით კობახიძეს მომავალ თაობაზე ლაპარაკის მორალური უფლება არ აქვს:

"ბატონო კაკო, როცა გაქვთ პრეტენზია, რომ პარლამენტარი იყოთ და იმ საკითხებზე იმსჯელოთ, რასაც მომავალი თაობების აღზრდა ჰქვია, საზოგადოებას უნდა სცეთ პატივი, შემდეგ პარლამენტარიზმს უნდა სცეთ პატივი და თუ პრეტენზია გაქვთ, რომ სრულიად საქართველოს წარმომადგენელი იყოთ, მაშინ დედაზე გინება, უწმაწური სიტყვები, კოლეგების და სრულიად საქართველოს დამცირება, უადგილოა. ვფიქრობ, მორალურ მხარესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ შეცდომის შემდეგ, რაც თქვენ სრულიად საქართველოს გასაგონად მოგივიდათ, ვფიქრობ, ელემენტარულად უნდა გამოსულიყავით, ადამიანურად პატივი გეცათ კოლეგებისთვის, პატივი გეცათ მოსახლეობისთვის და შემდეგ გექნებოდათ მორალური უფლება, მომავალ თაობაზე გამოგეთქვათ მოსაზრებები. კიდევ ერთ შენიშვნას გეტყვით - თქვენი ხმამაღალი ტემბრი არავის აშინებს. გთხოვთ, ტონს დაუწიეთ. პატივი ეცით ქართველ ერს, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში აუპატიურებდით და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ მომავალ თაობას 5 წლის და რვა თვის შემდეგ დავაწყებინოთ სკოლაში სიარული, თუ ექვსი წლიდან. ჯერ ბოდიში მოიხადეთ და შემდეგ ისაუბრეთ რიხიანად",- განაცხადა ლუკა კურტანიძემ.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42