"საკითხები, რომელიც ვერ გვარდება განიხილება ჟენევაში, ხოლო რომელიც გვარდება, პრაღაში"- ზაქარეიშვილი
პოლიტიკა - 19:31, 18 Mar, 2015     1505
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ხელშეკრულების გაფორმების მოლოდინი არსებობდა და „ეს მოლოდინი გამართლდა.”

ზაქარეიშვილის თქმით, ამ დოკუმენტს ისეთივე ძალა აქვს, როგორი ძალაც აქვს 80-ზე მეტ სხვა ასეთი ტიპის ხელშეკრულებას, რომელიც აქამდე იქნა გაფორმებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებტან.

„ჩვენი ხელისუფლება ყველა ასეთ ნაბიჯებით ძლიერ მხარდაჭერას იღებს საერთაშორისო დონეზე და ამ მხრივ კარგად მუშაობს ჩვენი დიპლომატია. ასეთ ხელშეკრულებებს წინა ხელისუფლების მხრიდან ადრე საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და ჩვენ სერიოზულ შტურმს ვახორციელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და ნულზე დაგვყავს ამ ტიპის ხელშეკრულების ნებისმიერი იურიდიული ძალა,” - განაცხადა მინიტრმა.

ზაქარეიშვილმა მეგობარ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა რომ ხელისუფლება რუსეთის დესტრუქციას კონსტრუქციით პასუხობს, ხოლო მთავრობის მიზანი არის რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ფონზე ნატოსკენ სვლა გააგრძელოს

„რუსეთის ამ საკმაოდ უღიმღამო ქცევაში ჩანს, რომ მას სხვა გზა არ გააჩნია, უკრაინისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ფონზე. სხვა რესურსები არ გააჩნია, გარდა ამ ქაღალდების შრიალისა. მას სურს, ამ ფორმით ჩაიყოლიოს საქართველო კონფრონტაციაში და შეაცვლევინოს პოლიტიკა,” - აღნიშნავს ზაქარეიშვილი

სახელმწიფო მინისტრს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ არ არსებული პოლიტიკა და არც არსებული მოლაპარაკებების ფორმატები არ უნდა შეცვალოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საკითხების დიფერენცია მოახდინა და სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა საკითხის განხილვა ხდება

„რომელიც ვერ გვარდება, ის განიხილება ჟენევაში, ხოლო რომელიც გვარდება, პრაღაში,” - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.



ნინო ზედგენიძე






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42