,,ყაზბეგზე“ მოთხოვნა გაიზარდა, ხალხი იზიარებს ჩემს პოზიციას - რაზე იხდის მადლობას თოფაძე?
პოლიტიკა - 18:00, 18 Mar, 2015     4929
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ბიზნესმენი გოგი თოფაძე ყაზბეგის პროდუქციის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წამოწყებულ აქციას, - "არ იყიდო, არ გაამდიდრო პუტინის მონა" გამოეხმაურა.
როგორც გოგი თოფაძემ "ნიუპოსთთან" განაცხადა, მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისი საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო ყაზბეგის პროდუქციაზე მოთხოვნა კი არ შემცირდა, პირიქით, 42 %-ით გაიზარდა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის სოლიდარობას იმ განცხადების მიმართ, რომელიც მან ნატოსთან მიმართებაში გააკეთა.

„მინდა გავახარო ის არასამთავრობო ორგნიზაციბი, რომლებიც ამ აქციის უკან დგანან და ვაცნობო, რომ 42 %-ით გაიზარდა ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს აქცია დაიწყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხალხი იზიარებს ჩემს პოზიციას. მე ვფიქრობ მოსახელეობის დიდ ნაწილისთვის ჩემი პოზიცია სრულიად მისაღებია.

ამ აქციის საპასუხოდ არანაირი ნაბიჯის გადადგმას არ ვგეგმავ, პირიქით, თუ ასე გააგრძელებს ჩევენი პროდუქციის შეძენას საქართველოს მოსახლეობა, მე აქციის ორგანიზატორების ძალიან მადლობელი ვიქნები",-განაცხადა გოგი თოფაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში წამოწყებული აქციის ორგანიაზტორები უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

"პატრიოტული სულისკვეთების მქონე ადამიანი არ უნდა სარგებლობდეს უცხოური გრანტებით. ყველა უცხოელი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს საქართველოსთან მიმართებაში, ხოლო რამდენი არეულობა მოხდა სხვადასხვა ქვეყნებში უცხო ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე ამის მაგალითი ბევრია.“-აღნიშნა თოფაძემ.

შეგახსენებთ,რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების" წევრმა და ბიზნესმენმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ "ოცნების" პრიორიტეტი ნატო არ არის და „შეიძლება ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, რადგან ექსპორტის მეტი საშუალება იქნება", ამ განცხადებაის საპასუხოდ სოციალურ ქსელში აქცია დაიწყო სახელწოდებით „არ დალიო“ და ყაზბეგის პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42