უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება. იმერლიშვილის თქმით, მართალია დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია და ის სამართლის ნორმებს არღვევს, თუმცა ამ ხელშეკრულებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების ყოფნა სამხედრო საფრთხეს წარმოშობს.
„როდესაც ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე დგანან რუსი სამხედროები, რა თქმა უნდა, სამხედრო საფრთხე არსებობს. თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არაღიარების პოლიტიკა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა იყოს გამოხატული”, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას ხელი კრემლში მოაწერეს.
ხელშეკრულება ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთ თანამშრომლობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






