საგარეო უწყება რუსეთ-ცხინვალის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას გმობს
პოლიტიკა - 17:12, 18 Mar, 2015     1169

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. შეთანხმების გაფორმებას გმობს. ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებულ ე.წ. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, 2015 წლის 18 მარტს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. "ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ". რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიითა და ჰელსინკის აქტით დადგენილ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ე.წ. "ხელშეკრულების" ხელმოწერას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. დოკუმენტი ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და - განსაკუთრებით - სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში.

ე.წ. "ხელშეკრულება" უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს. დოკუმენტის გაფორმება და შემდგომი იმპლემენტაცია კიდევ უფრო დაამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამგვარი ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. საქართველოს მიმართ ამგვარი პოლიტიკა, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან ერთად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ ეგუება სუვერენული სახელმწიფოების არჩევანს და ცდილობს რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენას, მათ შორის სამხედრო ძალის, ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული მეთოდების გამოყენებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკის აღსაკვეთად, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გზით. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42