,,მე როცა ჟურნალისტი ვიყავი... ვალუტის კურსზე პროგნოზს არ ვაკეთებდი“ - ხადური
პოლიტიკა - 16:57, 18 Mar, 2015     2632
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნას ქართველმა ექსპერტებმა შეუწყვეს ხელი უსაფუძვლო განცხადებებით. როგორც ნოდარ ხადურმა „ბიზნეს თაიმ ჯორჯიასთან“ საუბრისას აღნიშნა, ექსპერტები უსაფუძვლო პროგნოზებს აკეთებდნენ მაშინაც კი, როდესაც ვითარება ოპტიმისტური იყო, რითაც ინფლაციის მოლოდინი გააძიერას და მოქალაქეებმა დოლარის მასიური შესყიდვა დაიწყეს, რამაც კურსის დაცემას შეუწყო ხელი.

„როცა დიდ ქვეყნებში და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ოპტიმისტური იყო და რეგიონში პოლიტიკური პროცესები არც ისე პესიმისტურად გამოიყურებოდა, ამ ფონზეც ჩვენმა ექსპერტებმა თავისი უსაფუძვლო პროგნოზებით მოახერხეს საზოგადოებაში ინფლაციის მოლოდინი გაეძლიერებინათ. მაგრამ მე არ მინდა ვთქვა, რომ ლარის შესუსტების მთავარი შიდა ფაქტორი ე.წ. ექსპერტების პროგნოზები გახდა. რა თქმა უნდა - არა, თუმცა მათ თავისი წვლილი მაინც შეიტანეს ამ პროცესებში, რადგან მოქალაქეებმა დაიჯერეს მათი პროგნოზები - დაიწყეს დოლარის მასიური შესყიდვა, რამაც ასევე ხელი შეუწყო კურსის დაცემას. მე როცა ჟურნალისტი ვიყავი, უნივერსიტეტებში პროფესორად ვმუშაობდი, ექსპერტის ან ანალიტოკოსის სტატუსით სხვადასხვა ღონისძიებებში ვმონაწილეობდი, ვალუტის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არასდროს ვაკეთებდი, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება. ეს არაპროფესიონალური და უპასუხისმგებლო ქმედებაა.“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42