არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი გია სალუქვაძე კი ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, მან არ იცოდა, რომ ჩვენებას სკოლის მოსწავლეები უნდა დასწრებოდნენ, რადგან მის მიერ გადაღებული ფილმის ფოკუსჯგუფში ბავშვები არ ყოფილან.
გია სალუქვაძის თქმით, ფილმის ჩვენებაზე ბავშვების მოყვანის ორგანიზება მას არ მოუხდენია. მისი თქმით, მათი მასპინძლები სხვადასხვა რეგიონში ყოფილი ე. წ. პოლიტპატიმრები იყვნენ.
გია სალუქვაძე აქვე აცხადებს, რომ ამ ფილმში არასრულწლოვანებისთვის დასამალავი არაფერია და მასში სხვადასხვა ტელეეთერით გასული კადრებია შეკრებილი.
„არანაირი გათვლა იმაზე, ჩვენს ორგანიზაციას, მე- ოთხი შვილის მამას არ გვქონია, რომ ფოთში,ზუგდიდში, ხობში ან სხვაგან დაგვხვდებოდა ბავშვები, არ გვქონია ურთიერთობა რესურს-ცენტრებთან. ჩვენი მასპინძლები იყვნენ პოლიტიკურად რეპრერსირებულები“
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია ”ყველა თაობა საქართველოსთვის” ხელმძღვანელი მომხდარ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასაც მიესალმა.
სალუქვაძე ამბობს, რომ ფილმს ყველა რეგიონში ჩაიტანს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






