კრემლში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის ამსახველი კადრებს, რუსული მედია ავრცელებს.
თიბილოვმა მოსკოვსა და ცხინვალს შორის ხელმოსაწერი შეთანხმება, ყირიმსა და რუსეთს შორის არსებულ ხელშეკრულებას შეადარა.
ხოლო პუტინის განცხადებით ამ ხელშეკრულების ხელმოწერა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
ქართული მხარის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ აღიარებს რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა "ხელს ორი ქვეყნის პრეზიდენტი აწერს, მათ არავის აღიარება არ ჭირდებათ."- განაცხადა პესკოვმა.
იმასთან დაკავშირებით, სპეციალურად იქნა თუ არა შერჩეული 18 მარტი (ყირიმთან ხელშეკრულების გაფორმების წლისთავი ) ხელმოწერის დღედ, როგორც სიმბოლური. პესკოვმა განაცხადა : დიახ, დღეს ოთხშაბათია.
როგორც ტვიტერზე დამსწრე ჟურნალისტები წერენ, კრემლში შეკრებილი მედია ხუმრობს, რომ ყოველ 18 მარტს რუსეთი ნაწილ-ნაწილ უკან იბრუნებს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიებს


ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






