საქართველო ევროკავშირთან საბაჟო სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის
პოლიტიკა - 15:37, 18 Mar, 2015     1061

ფინანსთა სამინისტროში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საბაჟო ქვეკომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის წარმომადგენლობით დელეგაციასთან, რომელსაც ევროკომისიის საბაჟო და საგადასახდო დირექტორატის დირექტორი ანტონის კასტრისიანაკისი ხელმძღვანელობს.

მონაწილეებმა განიხილეს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეტაპობრივი დაახლოების პირველადი შედეგები.

მნიშნელოვანია, რომ სხდომის ფარგლებში მიიღეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული თანამშრომლობის ახალი დოკუმენტი - „საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი ევროკავშირსა და საქართველოს შორის,“ რომელსაც ევროკომისიის მხრიდან ხელს აწერენ ეკონომიკურ, ფინანსურ, საგადასახადო და საბაჟო საკითხთა კომისარი პიერ მოსკოვისი, ხოლო საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ევროკავშირის მხრიდან შემოთავაზებული ეს დოკუმენტი გამოხატავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მზადყოფნას, უფრო გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა. მსგავსი დოკუმენტი იგი უკვე მოქმედებს მოლდოვასა და უკრაინასთან. აღნიშნულ ეტაპზე ხდება ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შემოთავაზება.

„საბაჟო ქვეკომიტეტის პირველ სხდომაზე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული საქართველო-ევროკავშირს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატის ხელმოწერა, ისტორიული მომენტია სავაჭრო ურთიერთობების დინამიური განვითარების პრაქტიკული ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროკავშირისგან, ასევე, თვალსაჩინო დადასტურებაა ორივე მხარის ურყევი ნებისა, რომ მოხდეს საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც დარგის განვითარებაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულება, ყოველ ღონეს ვიხმართ უფრო მდგრადი გავხადოთ საბაჟო სფეროში მიღწეული წარმატებები, მოვახდინოთ ინტენსიური კომუნიკაცია ბიზნეს საზოგადოებასთან და მოვუწოდოთ მათ, გამოიყენონ ყველა რესურსი ევროკავშირის სტანდარტების საკუთარ საქმიანობაში დანერგვისთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ ის საქმიანი ურთიერთობები, რომლის დაწყების საფუძველიც საბაჟო თანამშრომლობის ჩარჩო ფორმატია, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი იქნება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული ჩარჩო ფორმატი ითვალისწინებს თანამშრომლობას სამი ძირითადი მიმართულებით: უსაფრთხო და მოქნილი სავაჭრო დერეფანი, რისკების მართვა, ინვესტირება საბაჟოს მოდერნიზებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42