ვისთვის იყოს საწოლი განკუთვნილი - პრემიერის ადმინისტრაციის განამარტება რბილი ავეჯის შესყიდვაზე
პოლიტიკა - 15:12, 18 Mar, 2015     2427
მთავრობის ადმინისტრაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და განმარტავენ, რომ რბილი ავეჯი იმ სივრცისთვის შეიძინეს, რომელიც მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად მზადდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ არასწორად გაავრცელა ინფორმაცია ავეჯის ფასებთან დაკავშირებითაც

„დეკემბერში გაფორმებული იქნა ორი ხელშეკრულება, რომელიც ავეჯის შესყიდვას შეეხებოდა. თუმცა ინფორმაცია არასწორად იყო წარმოდგენილი. ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერისთვის. ეს არის შეძენილი იმ სივრცისთვის, რომელიც ჩვენ დღეისთვის არ გვქონდა ადმინისტრაციაში. ჩვენ არ გვქონდა სივრცე, რომელიც მაღალი რაგნის სტუმრების მისაღებად იყო საჭირო. იცით, რომ პროტოკოლით არის გათვალისწინებული მთელი რიგი სხვადასხვა ფორმატები, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირველ პირების შეხვედრებს, ასევე მაღალი რანგის დელეგაციებს შორის შეხვედრებს. ჩვენ ვაწყობთ ადმინისტრაციაში ასეთ სივრცეებს, რომელსაც აღჭურვილობა სჭირდება. მათ არასწორიად ჰქონდათ ფასების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი. მაგალითად, სკამი, რომელზეც თქვეს, რომ 15 ათასი ლარი ღირდა, სინამდვილეში ამ ფასში შესყიდული იქნა 84 სკამი. რაც შეეხება ბატუტიან საწოლს, ესეც არასწორი ინფორმაციაა. ალბათ შეცდომით არის ნათარგმნი იტალურიდან. საწოლი ნამდვილად შევიძინეთ, მაგრამ ის არ ღირდა 24 ათასი ლარი, მისი ფასი 2200 ლარი იყო. საწოლი გათვალისწინებულია პირებისთვის, რომელსაც ხშირად დილის 4 საათამდე უწევს მუშაობა“, - ამბობს ცქიტიშვილი.

„ნაციონალურმა მოძრაობის“ ინფორმაციით, პრემიერმა 181 401 ლარის რბილი ავეჯი შეიძინა. ოპოზიციამ დღეს თვალსაჩინოებისთვის შეძენილი ავეჟის ფოტომასალაც გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, მთავრობის მირ დაწყებული „ქამრები შემოჭერის პოლიტიკა“ საჯარო უწყებებისთვის რბილი ავეჯის შესყიდვაზე თანხების დაზოგვასაც გულისხმობდა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42