ბაქრაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია მოახდინოს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთი აგრძელებს ანექსიური პლიტიკის განხორციელებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. სამწუხაროა ისიც, რომ ეს დაამთხვიეს ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდს, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ უმნიშვნელოვანეს და ერთადერთ ფორუმად პოლიტიკურ საკითხებში. საერთაშორის თანამეგობრობის ჩართულობით რუსეთთან დიალოგისათვის, რომელიც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. რაც შეეხება თავად დოკუმენტს, ამ თვალსაზრისით ჩვენი მიზანია კონსოლიდირებული იყოს საერთაშორისო თანამეგობრობა და ამის დადასტურება არის ის, რომ წინმსწრებად გაკეთდა განცხადებები ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოებს საკითხებში უმაღლესი წარმოამდგენლის მიერ, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და მნიშვნელოვანია, რომ მათი პოზიცია აბსოლიტურად თანხმდება საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთსა და ცხინვალს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა დღეს არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






