„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის თქმით, პრემიერმა საზოგადოება მოატყუა როდესაც უთხრა, რომ მთავრობა რბილი ავეჯის შეძენაში თანხებს დაზოგავდა.
ამის შესახებ დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„როდესაც ჰაკიმ ფაშა ხალხს ეუბნეოდა, რომ რბილი ავეჯი არ უნდა შევიძინოთ, იმ წუთებში ხელს აწერდა იტალიაში გადარიცხვას იმისათვის, რომ რბილი ავეჯი და ბატუტიანი საწოლები შეესყიდა. ეს არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და დაცინვა. ფაქტობრივად ეს ბიჭი დახტუნაობს ბატუტზე, ენას უყოფს ხალხს და პინოქიოსავით ეჯღანება“, - განაცხადა თარგამაძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობის“ ინფორმაციით, პრემიერმა 181 401 ლარის რბილი ავეჯი შეიძინა. ოპოზიციამ დღეს თვალსაჩინოებისთვის შეძენილი ავეჟის ფოტომასალაც გაასაჯაროვა.
შეგახსენებთ, მთავრობის მირ დაწყებული „ქამრები შემოჭერის პოლიტიკა“ საჯარო უწყებებისთვის რბილი ავეჯის შესყიდვაზე თანხების დაზოგვასაც გულისხმობდა.
მასალის გამოყენების პირობები






