„ვერა და ვერ გაძღა ამათი მუცელი _ ქვეყანაში ნეპოტიზმი ყვავის და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჩვენ გადავდივართ მოქმედებაზე, სხვა გზა აღარ დარჩა: “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ უნდა მოშორდეს აქაურობას და დღევანდელ ხელისუფლებას აღარ უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რაღაც მომენტებში თავისი უუნარობა “ნაციონალებს” გადააბრალოს;
სახელმწიფოებრიობის განცდა “ნაციონალების” პერიოდში უფრო იყო, ვიდრე დღეს არის. როგორი სახელმწიფოსი _ ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ იყო. დღეს კი მე სახელმწიფოებრიობის განცდა არ მაქვს.
ხელისუფლებამ ისიც კი ვერ მოახერხა, ნაცკადრების ნაცვლად, ის ადამიანები მოეყვანა თანამდებობებზე, რომლებიც ერთგულად იმუშავებდნენ. ჰოდა, ახლა თუ რამე მოხდება ქვეყანაში და საბოტაჟს ექნება ადგილი, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრები გვერდით ჰყავდათ.“- აცხადებს კორკოტაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






