"მეწარმეთა უფასო დახმარების ცენტრის" დამფუძნებელი გიორგი ჩახაია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაწეული სარესტორნო მოსახურების ხარჯებს ასაჯაროებს. სოციალურ ქსელში ჩახაია წერს, რომ უწყებას მხოლოდ „შერატონ ბათუმში“ 330 პერსონაზე - გაწეული ხარჯი 40 500 ლარი დაუჯდა.
„დაანონსებული „ქამრების შემოჭერის“ შემდგომი, მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაწეული სარესტორნო მოსახურების ხარჯები.
1. სარესტორნო მომსახურება რესტორან „ფუნიკულიორში“ 50 პერსონაზე - გაწეული ხარჯი 5313 ლარი
2. სარესტორნო მომსახურება რესტორან „ძველ ბულვარში“ 25 პერსონაზე - გაწეული ხარჯი 2657 ლარი
3. სარესტორნო მომსახურება „შერატონ ბათუმში“ 330 პერსონაზე - გაწეული ხარჯი 40 500 ლარი
მერე კი იმით „აპრავებენ“ ამ ფაქტებს რომ, ინვესტიციების მოსაზიდად ვაკეთებთო. ჯერ ერთი, თქვენ მიერ მოზიდული ინვესტიციები შორს არ გაიშვა და, მეორე, თქვენ რაც რესტორნებში საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავთ, ამ ორწელიწადნახევარში იმ თანხით ჯობდა მცირე ბიზნესი დაგეფინანსებინათ და, იმ მითიურ ინვესტიციებს მოშვებოდით.
ქამრებს შემოვიჭერთო და, პირიქით აკეთებენ, რეკორდი მოხსნეს უკვე. მე როგორც მახსოვს, ერთ კონკრეტულ სარესტორნო მომსახურებაზე, პირველად გადაიხადეს ამ რაოდენობის თანხა - 40 500 ლარი.
ისე სუფრის მენიუც რომ დაგერთოთ ეკომიკის სამინისტროში, ცუდი არ იქნებოდა ღმერთმანი. იმას მაინც გავიგებდით, თუ რითი „გაძეხით“ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით.
თქვენ „ჭამას“ მაინც ვერ მოეშვებით და, პირიქით, ცოტა მოუშვით ქამრებს, აქეთ არ ამოგაღებინოთ’, - წერს სოციალურ ქსელში ჩახაია.
მასალის გამოყენების პირობები






