პოლიტიკურად მოტივირებული, სამ ეტაპად დაყოფილი ერთი საქმე - NGO-ები უგულავას საქმეზე
პოლიტიკა - 12:09, 18 Mar, 2015     668

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის ყოფილი მერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან და ვარაუდობენ, რომ საქმეზე პოლიტიკურად არის მოტივირებული

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო განვითარების სააგენტო.

„2015 წლის 13 მარტის დადგენილებით, პროკურატურამ, პატიმრობაში მყოფ გიორგი უგულავას დაუზუსტა 2014 წლის 28 ივლისს წარდგენილი ბრალის ფაქტობრივი გარემოებები, შეუცვალა დანაშაულის კვალიფიკაცია და მოითხოვნა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც უგულავას სხვა საქმეზე შეფარდებული პატიმრობის ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა. აღნიშნული ბრალი ეხება ტელეკომპანია „იმედის“ და მთაწმინდის პარკის უკანონო დაუფლებას. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში, თბილისის ყოფილ მერს პირველი ბრალი ჯერ კიდევ 2013 წლის 22 თებერვალს წარედგინა (მუქარით ტელეკომპანია „იმედის“ დათმობის ფაქტზე).

ამგვარად, ,,იმედის“ საქმეზე გიორგი უგულავას ბრალი სხვადასხვა დროს, სამჯერ წარედგინა. საყურადღებოა, რომ 2014 და 2015 წლების დადგენილებებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ძირითადად მეორდება და ნაწილობრივ ასევე მოიცავს 2013 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში მითითებულ ფაქტებს. მართალია საგამოძიებო ორგანოს აქვს უფლება, გამოძიება აწარმოოს გონივრულ ვადაში, დააზუსტოს ფაქტობრივი გარემოებები და შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია,თუმცა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული გარემოებები მიანიშნებს გამოძიების ხელოვნურ გაჭიანურებაზე და აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ პროკურატურამ შინაარსობრივად ერთი საქმე ხელოვნურად დაყო სამ სხვადასხვა ეტაპად, რათა მისთვის სასურველ დროს შეძლებოდა უგულავასათვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული.

კანონის ამგვარი გამოყენება ქმნის პატიმრობის პრაქტიკულად შეუზღუდავი ვადით თვითნებური გაგრძელების შესაძლებლობას, ეს კი აჩენს რეალურ საფრთხეს რომ ბრალდებული უსასრულოდ შეიძლება იმყოფებოდეს პატიმრობაში ისე, რომ მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი არ იყოს დამდგარი, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-18 მუხლისა და ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებთან. აღნიშნული ხელყოფს არამხოლოდ კონკრეტული ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც შესაძლოა მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნიდეს.

აღკვეთი ღონისძების საკითხს ეხებოდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) 2014 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ხაზგასმულია, რომ არავის უნდა წაერთვას თავისუფლების უფლება თვითნებურად ან ჯეროვანი დასაბუთების გარეშე. ამასთან, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას რაც შეიძლება ნაკლებად შემზღუდავი ზომები და, პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, რაც შეიძლება მოკლე ვადა.

წინასწარი პატიმრობის ხშირი და არაჯეროვანი გამოყენების პრობლემაზე მიუთითებს ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) და შეშფოთებას გამოთქვამს წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობასა და მისი გამოყენების სიხშირის თაობაზე. PACE ასევე მიუთითებს იმაზე, რომ პატირმობა გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც უკიდურესი ღონისძიება და დაუშვებელია მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება",-ნათქვამია განცხადებაში





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42