სულა სულაშვილი: „ადვილია არა, ცოლის გამოგზავნილ ფულს ძმაკაცებში ამაყად რომ ხარჯავ და „პუტანკებს“ სტენი?!“
სოც.მედია - 11:37, 18 Mar, 2015     7376

„არცერთი ემიგრანტი პირადი ბედნიერების გამო არ წამოსულა საქართველოდან. ისინი თქვენ გამოაძევეთ, იმიტომ რომ თავად გადარჩენილიყავით!“ - წერს სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში. ქართველი ემიგრანტი და საქართველო საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი წერილს ემიგრანტების სახელით აქვეყნებს.


სულა სულაშვილი: „თავს უფლებას ვაძლევ, ემიგრანტების სახელით გიპასუხოთ ყველას, ვისაც მიგაჩნივართ ქვეყნის მოღალატეებად, ადვილი ცხოვრების მაძიებლებად, მხდალებად და ქვეყნიდან გაქცეულებად!


თავს უფლებას ვაძლევ იმიტომ, რომ სხვაზე უკეთ ვიცნობ ამ ადამიანების ცხოვრებას და თავადაც ემიგრანტი ვარ, რომელიც მთელი ათეული წელია უანგაროდ ვემსახურები საკუთარ მამულიშვილებს უცხო მიწაზე. ვცხოვრობ მათი ტკივილითა და სიხარულით. ჩვენ გავიქეცით? არა, ბატონებო, ცდებით! ჩვენ არ გამოვქცეულვართ. ჩვენ იძულებით გამოგვაძევეს თქვენნაირმა უგულო და უსინდისო ადამიანებმა, რათა საკუთარი სიცოცხლე გადაერჩინათ! ჩვენ გამოგვაძევეს იმისთვის, რომ სახელმწიფო შიმშილისგან გადაერჩინათ! ჩვენ გამოგვაძევეს იმიტომ, რომ თქვენ “ვესტერ უნიონით” გზავნილები მიგეღოთ და, იცით, რის ხარჯზე?! თითოეული დამცირებული, განადგურებული, გაწამებული დედის, დის, ბებიის, ძმის, მამის, მეზობლის თუ ნათესავის ხარჯზე! სწორედ ემიგრანტების წამებით ღებულობს სახელმწიფო ყოველწლიურად მილიარდზე მეტ დოლარ შემოსავალს, საიდანაც თქვენი ჯანდაცვის პრობლემების უზრუნველყოფა ხდება. საიდანაც იღებთ პენსიებს, სახელმწიფოს უხდით გადასახადებს და საიდანაც თქვენი მუქთახორა მთავრობა ღორივით ძღება!


პირი გამოირეცხეთ, როდესაც ემიგრანტების ღალატზე საუბრობთ! ისინი უსახელო გმირები არიან, რომლებმაც საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ფეხი ჰკრეს და თავი გადადეს მილიონობით ადამიანის გადასარჩენად! მაშინ, როდესაც თქვენ გაშლილ სუფრებთან სხედხართ და სამშობლოს სადღეგრძელოს ბანალური ფრაზებით სვამთ, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ადამიანები საკუთარ დაკარგულ ადამიანურ ცხოვრებას ნატრულობენ და ტირიან! უნდა იცოდეთ, რომ თქვენ მათ ცრემლებს სვამთ და მათი ოფლით ივსებთ სტომაქს!


ემიგრანტები?! ისინი გმირები არიან! ადვილია, არა, ცოლის გამოგზავნილ ფულს ძმაკაცებში ამაყად რომ ხარჯავ და „პუტანკებს“ სტენი?! ადვილია, არა, ბებიის ნაყიდი „მერსედესით“ გრიალი?! ადვილია, არა თქვენი შვილების გამწარებული ახალგაზრდობის წლებზე პირადი სიცოცხლის გახანგრძლივება?! ადვილია, არა, სუპერმარკეტებში კალათების გავსება?! კი, ადვილია, რადგან თქვენ არ იცით და ვერც ვერასოდეს შეიგნებთ იმ ფულის გემოს, რომელიც თქვენივე ახლობლებლის ცრემლით არის გაჟღენთილი! არცერთი ემიგრანტი პირადი ბედნიერების გამო არ წამოსულა საქართველოდან. ისინი თქვენ გამოაძევეთ, იმიტომ რომ თავად გადარჩენილიყავით“!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42