„ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ ამ საკითხით“ – რა ხდება ილიაუნში?
სოც.მედია - 10:58, 18 Mar, 2015     2788

„ჟურნალისტებთან მაქვს თხოვნა, თქვენ შეგიძლიათ ერთ კონკრეტულ მაგალითზე, აღკვეთოთ ის, რაც დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება“ - წერს ილიაუნის ყოფილი დეკანი გიორგი თუმანიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე და დახმარებსა შემდეგი პოსტით ითხოვს.


გიორგი თუმანიშვილი: „სამართლის ფაკულტეტზე მიმდინარეობს არაერთი კონკურსი პროფესორის თანამდებობებზე, ისე, რომ ინფორმაცია არის სრულიად დახურული.

1. ინფორმაცია ზოგიერთი კონკურსის შესახებ საერთოდ არ იყო განთავსებული უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს საერთოდ არ მიეწოდათ ინფორმაცია ამ კონკურსების შესახებ.

2. რამოდენიმე კონკურსის შესახებ ინფორმაცია განთავსდა რამოდენიმე დღით და მერე საგანგებოდ წაიშალა უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან.

3. დახურულია ინფორმაცია კონკურსებში მონაწილე კანდიდატების შესახებ.

ჟურნალისტებს გთხოვთ დაინტერესდეთ ამ საკითხით, დაუკავშირდეთ უნივერსიტეტისა და სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციას და სთხოვოთ გასცენ პასუხები თუ რატომ მიმდინარეობს კონკურსები ასეთ პირობებში.


რა არის ჩემი ინტერესი? ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტს ვქმნიდი 5 წლის განმავლობაში, ოთხი წელი ვხელმძღვანელობდი მას და დღეს უზომოდ მტკივა, როდესაც ვხედავ თუ რა ხდება.

თუ ,,კონკურსი’’ს წესით ,,არჩეული’’ იქნებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები, რომლებსაც მხოლოდ მათი გადაწყვეტილებების გამტარებელნი იქნებიან, უზომოდ დაზარალდებიან სტუდენტები, რომლებიც იხდიან სწავლის საფასურს იმისთვის, რომ მათ ასწავლონ დარგებში არსებულმა საუკეთესო პირებმა, ხოლო ეს პირები, არსებული ფორმატით (როდესაც ყოველგვარი ინფორმაცია დახურულია) განწირულნი არიან და ემსხვერპლებიან იმ ნეპოტიზმს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ამის პრევენცია, კი თქვენ - ჟურნალისტებს და საზოგადოებას შეუძლია, პროცესების მაქსიმალურად (შეძლებისდაგვარად) გამჭვირვალე ჩარჩოებში წარმართვის უზრუნველყოფით. ამიტომ, გთხოვთ დახმარებას" - წერს გიორგი თუმანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42