„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, მათ მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, პროკკურატურის განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიას შეფასებით უწყების განცხადება საზოგადოების დაცინვაა, მსგავსი ქმედებებით კი სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიციის მიზანმიმართული განადგურება ხდება:
„ეს განცხადება არის საზოგადოების მორიგი დაცინვა, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვნახეთ, ფირზე აღბეჭდილია როგორ იქცევიან ეს მოქალაქეები და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ამ ფირზე დაყრდნობით , რომ ისინი დანაშაულს სჩადიოდნენ, პოლიციას მართლაც შეურაცხყოფას აყენებდნენ და როგორც მინიმუმ წინააღმდეგობას უწევდნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა.
ეს არის მიზანმიმართული განადგურება სახელმწიფო ინსტიტუტების და პოლიციის და სწორედ ამის შედეგია ის რაც ხდება დღეს ქვეყანში,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგა ბოკერიამ.
პროკურატურს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაკავებულები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პროკურორის სატელეფონო ზარის შემდეგ გაუშვეს, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელშიც ასახულია თუ როგორ აჩერებს პარტული ნასვამ პირებს. მოქალაქეები სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებენ. სატელეფონო ზარის შემდეგ კი ნასვამი პირები გაანთავისუფლეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პატრული, რომელმაც ისინი გააჩერა სამსახურიდან გაუშვეს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






