„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ნინო გოგუაძის თქმით, მთავრობა ბავშვებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
ამის შესახებ გოგუაძემ გადაცენა „არჩევანში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ზუგდიდში მომხდარი ფაქტი არის დანაშაული და მასში მონაწილე ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს.
"ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. ადამიანები იმიტომ ვართ და არსებებისგან იმიტომ განვსხვავებით, რომ რაღაც აკრძალვებს ჩვენ ჩვენ თავს ვუყენებთ. ეს არის საშინელება. ეს არის დანაშაული. ბავშვთა უფლებების კონვენცია რომ დარღვეულია და არამარტო ეს ფაქტია. ეს არის ყველა თაობის პოლიტიზირების მცდელობა. ეს არის ტოტალიტარიზმი. ბავშვებს გეშავენ, ეს არის ძალადობის, შურისძიების წახალისება. პასუხი უნდა აგოს დამგეგმავმამ და შემსრულებელმაც," - აცხადებს ნინო გოგუაძე.
ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, გია სალუქვაძის ორგანიზებით ზუგდიდში, ფოთსა და ხობში დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენება გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






