კონჯარია ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს და საქართველოს მთავრობას უქნარას უწოდებს.
"ორი დღის წინ, როდესაც მმართველი კოალიციის წევრები მოგვივარდნენ ოფისში, მე ხელკეტი მომხვდა. ასევე თავში ჩამარტყეს აგური, მაგრამ მე ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. მე ხალხს ამაზე არ გავაღიზიანებ. მე მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ჰყავს უქნარა მთავრობა,"- განაცხადა ლევან კონჯარია.
ზუგდიდის საკრებულოს ამ განცხადებ ს ირაკლი სესიაშვილმა სასაცილო უწოდა.
"სხვა არავინ გყავდათ, რომ მოგეყვანათ, ვინც ვინმე უფრო უარესს იტყოდა? თუმცა არაფერი მიკვირს ეს ხომ "რუსთავი2"-ია,"- განაცხადა რეპლიკის სახით ირაკლი სესიაშვილმა.
"თქვენ, ბატონო ირაკლი, ყველაფერზე გეცინებათ. მათ შორის იმაზეც, რომ ადამიანებს სცემენ და ასისხლიანებენ," - უპასუხა ზუგდიდის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მოქმედ დეპუტატს.
მასალის გამოყენების პირობები






