საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა
პოლიტიკა - 22:40, 17 Mar, 2015     1250
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსში თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა დღეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენა მსოფლიოს თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა.

„დღეს ყარსში საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული მნიშვნელობის თანამშრომლობას, „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ ევრაზიულ პროექტს, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის შუაგულში გაიტანს. მომავალში კასპიური გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოსთვის TANAP-ი იქნება კიდევ უფრო მეტი დაცულობის, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტი როგორც პროექტის მშენებლობის განმავლობაში, ისე მომავალში პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა და ქალაქ ყარსში ჰეიდარ ალიევის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსის კავკასიურ უნივერსიტეტში ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა ყურადღება თურქეთში ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42