საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც სავარაუდოდ ხვალ გაფორმდება, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს.
მისი თქმით, ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი საქართველოს ყველა პარტნიორმა ქვეყანამ დაგმო.
„ამ ხელშეკრულებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის აქტით რუსეთი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ის არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ეს ფონი ცინიკურად დაემთხვა ჟენევის მოლაპარაკებებს. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა ფაქტს შესაბამისი შეფასება მიეცეს“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთსა და ცინვალს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა ხვალ არის დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






