ტრანსანატოლიის პროექტს შახდენიზის ფარგლებში უკვე ჩაეყარა საფუძველი, რომლის ცერემონიაც სამი ქვეყნის პრეზიდენმა განახორციელა. სამივე ქვეყნის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც.
"მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დარღვეული ტერიტორიებისა და ოკუპაციისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პრობლემა არ შეექმნას საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ დერეფანს, რადგან ამაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი აზერბაიჯანისა და თურქეთის კეთილდღეობაა დამოკიდებული. ჩვენ აღნიშნული დერეფნის დაცვა მოვახერხეთ 2008 წელსაც და შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. საქართველო არის ევროპისა და აზიის კარიბჭე და ამ როლს საუკუნეების განმავლობაში ასრულებს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

,,ტანაპი ეს არის ისტირიული მშენებლობის დასაწყისი თუმცა პირველ რიგში ეს არის თუქეთისა და აზერბაიჯანის მეგობრობის პროექტი. აზერბაიჯანული გაზი მოამარაგებს ევრპოას, მე მჯერა, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
,,ეს პროექტი არის ხერხემალი მთელი რეგიონისთვის, იდეა 2008 წელს დაიბადა და მჯერა, რომ მილსადენის მშენებლობა ლოგიკურ დასასრულს ჰპოვებს. კონფლიქტურ და დაძაბულ ვითარებაში, ტანაპი ყველას მოუტანს მშვიდობას, პირველ რიგში კი ჩვენს რეგიონს“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა
მასალის გამოყენების პირობები






