"ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია"- დაძაბული 31-ე რაუნდი ჟენევაში
პოლიტიკა - 18:32, 17 Mar, 2015     1272
ჟენევაში ოთხმხრივი შეხვედრის მოსამზადებელი პირველი ნაწილი დასრულდა. ქართული მხარე მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ ხელშეკრულების გაფორმების დამთხვევას ჟენევის მოლაპარაკებების თარიღზე პროვოკაციად აფასებს და მოლაპარაკებების რაუნდის ჩაშლის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას.

„როგორც კი დაანონსდა რუსეთის მიერ ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერა, მე მაშინვე დავუკავშირდი თანათავმჯდომარეებს და ისინი საქმის კურსში ჩავაყენე. სხვა ახსნა ამას არ აქვს, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომ ჩაიშალოს ეს რაუნდი და მთლიანად საფრთხე შეექმნას მოლაპარაკებების პროცესს,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ.

ჟენევაში ოთხმხრივი შეხვედრის მოსამზადებელი პირველი ნაწილი დასრულების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ვიაჩესლავ ჩიკირბას განცხადებით, ის კომენტარს მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთებს:

„კომენტარს ხვალ გავაკეთებ“- განაცხადა ჩიკირბამ და ჟურნალისტებს ქართულად დაემშვიდობა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და მოსკოვთან ე.წ ხელშეკრულების გაფორმების მიზეზად უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა:

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, დანარჩენ კომენტარებს ხვალ გავაკეთებთ“- აღნიშნა ჯიოევმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 31-ე რაუნდის პარალელურად, მოსკოვსა და ცხინვალს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია იმართება.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42