"სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:15, 17 Mar, 2015     1440

,,სამართალდამცავთა დაცვის ლიგაში“ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურებიან.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებით ერევა გამოძიების პროცესში წინასწარ აანონსებს პირთა ბრალეულობას.

„უკვე მეორე თვეა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რვა სპეცრაზმელი უკანონოდ იმყოფება, რომლებსაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებიან, თითქოს მათ წინასწარ დაგეგმეს და განახორცელეს პირთა განზრახ მკვლელობა, რაც სისხლის სამართლის საქმის შესწავლით არ დგინდება და მათი ბრალეულობა მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. სპეცრაზმელების და პოლიციის სხვა ოფიცრების უკანონო დაპატიმრებები მიზნად ისახავდა, მძიმე დანაშაულის გაუხსსნელობით, საზოგადოებაში შექმნილი უარყოფითი მუხტის გადაფარვას. დაპატიმრებულ სპეცრაზმელებზე სასჯელაღსრულებას დაწესებულებებში ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც გამოიხატა მათი ერთი დაწესებულებიდან მეორეში დაუსრულებელ გადაყვანა-გადმოყვანაში.

ინფორმაცია პოლიციელთა უდანაშაულობის პრეზუმფციისა და აღკვეთ ღონისძიების გამოყენების თაობაზე ჩვენს მიერ მიწოდებულია ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისადმი და ვიმედოვნებთ, რომ ასახვას პოვებს ევროპარლამენტის ანგარიშშიც.

დღეს, ვხედავთ სრულად უპრეცედენტო შემთხვევას, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს და ერევა არა თუ გამოძიების პროცესში, არამედ წინასწარ აანონსებს პირთა ბრალეულობასა და მათი ბრალეულობის არსს. სასამართლოს გადაწყეტილების მიღებამდე ცხადდება და იკვეთება პრემიერ-მინისტრს მხრიდან „უკანონო ბრძანების“ გამცემთა და შემსრულებელთა „ბრალეულობა“. დღეს, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ თემაზე პატიმრობაშია 8 სპეცრაზმელი და სამი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომლებიც ბუნებრევია ყველა უდანაშაულოა და ვითხოვთ, უკანონო პატიმრობაში მყოფ პოლიციელთა გათავისუფლებას და არა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ამა თუ იმ პოლიციელის ბრალეულობის წინასწარ განსაზღვრას, გამოძიების პროცესში უხეში ჩარევის გზით.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ტენდეციურად და პოლიტიკურ მოტივებზეა აგებული. ბატონ პრემიერ-მინისტრს და მთელ საზოგადაოებას შევახსენებთ, პოლიციელთა უკანონო დაპატიმრებები, მკვეთრად უარყოფითად აისახება შსს პირადი შემადგენლობის განწყობაზე. ღირსებააყრილი, და ძალადობის შედეგად სახელმწფოს მიერ „დამარცხებული“ პოლიციელები კი, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ვერ დაიცავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის თქმი, უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა.

„თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42