ლადო სადღობელაშვილი მომხდარს შურისძიებად და ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
„მეგობარმა, რომელიც მუშაობს ტელეკომპანია "ტაბულას" ტექნიკურ სამსახურში გვითხრა, რომ, თამარ ჩერგოლეიშვილის უშუალო მითითებით, "ტაბულას" სამონტაჟოში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი და ჩემი მეგობრების პირადი საუბრის მონტაჟი.
საუბრის ფრაგმენტები ამოღებულია ჩემი სხვადასხვა დროს ნაწარმოები საუბრებისგან ჩვენი ორგანიზაციის წევრთან, კერძოდ, ეს საუბარი არის ჩემსა და ორგანიზაციის წევრ გიორგი მუხიგულაშვილს შორის, რომელიც შედგა დაკავების მომენტში,“- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ასახულია ვითარება, როდესაც ლადო სადღობელაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრება და მათგან მითითებებს იღებს.
მასალის გამოყენების პირობები






