,,ჩემი სიმამრი მსვლელობაში მონაწილეობდა, ინციდენტის დროს კი გასვენებაში გახლდათ“ - იზორია ზუგდიდის ინციდენტზე
პოლიტიკა - 18:13, 17 Mar, 2015     2084
იზორიას განმარტებით, მისი სიმამრი ინციდენტის დროს ერთ-ერთი თანამშრომლის გასვენებაში იმყოფებოდა.

„მინდა ჩემი აღშფოთება გამოვხატო „რუსთავი 2“-ის გადაცემის ერთ-ერთი ანონსის გამო, სადაც ჟურნალისტი სვამს კონკრეტულ კითხვას, თუ ვინ არის სისხლიანი დარბევის ორგანიზატორი და შემსრულებელი, და იქვე მოჰყავს ერთ-ერთი ქალბატონის პასუხი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩემი სიმამრი მონაწილეობდა ამ სისხლიან დარბევაში.

აღშფოთება იმას უკავშირდება, რომ ჩვენ საჯაროდ გუშინ, დღესაც გავაჟღერეთ და კატეგორიულად უარვყავით ამ შემთხვევაში ბატონი გია მანჯგალაძის მონაწილეობა ამ ინციდენტში. ფიზიკურად იქ არ იმყოფებოდა ეს ადამიანი და ამის შესაძლებლობა ამ გადაცემის ავტორს, ანუ მეორე მხარისთვის შესაძლებლობა უნდა მიეცა, რათა საწინააღმდეგო აზრი დაფიქსირებულიყო. მით უფრო საავტორო გადაცემას ეს განსაკუთრებით სჭირდება, რათა ავტორს მიუკერძოებლობა და ცალმხრივობა არ დაბრალდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი ინფორმაციის მიწოდებამ, თანაც მცდარი ინფორმაციის, იმის ფონზე, როდესაც ეს ინფორმაცია საჯაროდ გაბათილებულია, მართლაც რომ დიდ კითხვებს ტოვებს და აჩენს საერთოდ აი ასეთი გადაცემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.

კონკრეტულად კი იმ ბრალდებას, რომ ის, ამ შემთხვევაში ჩემი სიმამრი, იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე, არის აბსოლუტური ტყუილი. ის გახლდათ ამ დროს ერთ-ერთი თანამშრომლის მამის გასვენებაზე სხვა თანამშრომლებთან ერთად. თუმცა მანამდე მიიღო მონაწილეობა მშვიდობიან მსვლელობაში, არავითარი აგრესიული ხასიათი ამ მსვლელობას არ ჰქონია და ეს იყო მისი კონსტიტუციური უფლება და მათ შორის, ეს უფლება აქვს ჩემს ნათესავსაც, როგორც გამგეობის თანამშრომელსაც. კანონი ასეთ შესაძლებლობას, თვითგამოხატვის ასეთ ფორმას არავის არ უზღუდავს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42