უსუფაშვილმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ სამოქალაქო თანხმობის დოკუმენტს ხელი მოაწერა
პოლიტიკა - 16:30, 17 Mar, 2015     1596
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე ხელმომწერ ინტერპარტიული ჯგუფის, საექსპერტო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუმრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელმოწერილი მემორანდუმი გადასცეს, სადაც მოცემული იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომლის მიხედვითაც, ხელმომწერთა აზრით, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა განხორციელდეს და დოკუმენტზე ხელმოწერა სთხოვეს. დავით უსუფაშვილი მემორანდუმში წარმოდგენილ პრინციპებს დაეთანხმა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.

მემორანდუმში ნათქვამია:

„საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც შესაბამისი საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს.

დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.
ზემოხსენებული პრობლემის აღმოფხვრის საშუალებად მიგვაჩნია მოქმედი მაჟორიტარული სისტემის შეცვლა.

საჭიროა, რომ უნდა მოხდეს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც გადაჭრის არსებულ პრობლემებს და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს: 1. ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში; 2. ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა; 3. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა; 4. საერთო-ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის დროული უზრუნველყოფისთვის მოვითხოვთ, ხელისუფლებამ მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, შექმნას მოლაპარაკებების მრავალპარტიული ფორმატი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. მრავალპარტიულ, ღია ფორმატში მუშაობის საფუძველზე, არაუგვიანეს 2015 წლის 1 მაისისა, ჩამოყალიბდეს წინადადებათა პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა მიიღოს საერთაშორისო საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით“.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისია უფრო ინტენსიური მუშაობის რეჟიმში გადავა და კომისიის ფორმატში განხილული იქნება საკონსტიტუციო ცვლილელები, რომელიც საარჩევნო სისტემასთანაა დაკავშირებული. მან მემორანდუმზე ხელმომწერებს შესთავაზა, რომ საკუთარი წინადადებები საკონსტიტუციო კომიისის სამუშაო ჯფუფებში წარმოადგინონ. „ჩემი პირადი ამოცანაა, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალურად მიუახლოვდეს დემოკრატიულ სტანდარტებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42