არასამთავრობოების ერთობლივი განცხადება უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ
პოლიტიკა - 15:42, 17 Mar, 2015     1223
ექვსი არასამთავრობო ორგნიზაცია გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება ბადებს ეჭვს ამ საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობის თაობაზე. ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ მოხდეს სასამართლო ორგანოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.

"ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებით ვეხმაურებით თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, რომლის ფარგლებშიც პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საფუძვლიანად ბადებს ეჭვებს პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

2015 წლის 14 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გიორგი უგულავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ეს მაშინ, როდესაც უგულავას მიმართ წარმოებულ ერთ-ერთი ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების მაქსიმალური, 9 თვიანი ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა. სასამართლო, ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, დაეყრდნო უგულავას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პირი ბრალდებული 2014 წლის 28 ივლისიდანაა. პროკურატურის მიერ მსგავსი შუამდგომლობის დაყენება და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პრეცედენტია, ხოლო საზოგადოების ნაწილში არსებული განცდა, რომ ხელისუფლების თვითმიზანი პოლიტიკური ოპონენტის, გიორგი უგულავას პატიმრობაში ყოფნაა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამყარდა.

გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული საქმეების რაოდენობა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ბრალდების წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ქრონოლოგია, სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის დაპატიმრება, ხოლო შემდეგ მისი ხანგრძლივი პატიმრობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავარი პროკურატურის თვითმიზნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა 2013 წლიდან დღემდე ათამდე სავარაუდო დანაშაულებრივ ეპიზოდზეა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, სასამართლოს ჯერ არცერთ საქმეზე არ გამოუტანია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა „წინასწარი პატიმრობის დროს დარღვევების“ საკითხებში, პედრო აგრამუნტმა, 2015 წლის თებერვალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა „პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“. პედრო აგრამუნტი აღნიშნავს, რომ გაუკვირდა იმის გაგება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ზოგიერთი მათგანი კი – მკაცრ იზოლაციაშიც.

ხელისუფლებისათვის ყურადსაღები უნდა გახდეს გ.უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მორიგ შეფარდებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთებაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ყოფილი მთავრობის წევრებისთვის დამატებითი ბრალის წაყენება ან ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს.“ საელჩომ ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული,"-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, იდენტობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და კონსტიტუციის 42-ე მუხლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42