ერთი ჯარისკაცის გამოკვება სახელმწიფოს 11-დან 15 ლარამდე უჯდება
პოლიტიკა - 14:39, 17 Mar, 2015     890
„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ჯარის კვებაზე ისაუბრა. მანჯგალაძის თქმით, ერთი ჯარისკაცის კვებაზე სახელმწიფო დღეში 11-დან 15 ლარამდე ხარჯავს, კერძოდ სპეციალური ოპერაციის ძალებისთვის გამოყოფილია 15,87 ხოლო საჯარისო ნაწილისთვის 11,22 ლარი.

მანჯგალაძემ კომენტარი ჯარისკაცების უვნებელ კვებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამხედროების უვნებელი და კარგი კვების უზრუნველსაყოფად სტრატეგია უკვე შემუშავებულია.

"2013-2014 წლებიდან დაიწყო სასადილო ობიექტების გაუმჯობესება. ჩვენ ვგეგმავთ მედიის მიწვევას ერთ-ერთ სასადილოში, რომელიც ჩვენთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის სტანდარტია, რომლის მიხედვითაც ყველა სასადილო აშენდება. იცით, რომ იყო კრიზისული თემები, მათ შორის ჯვარედინი დაბინძურების პრობლემა, რადგან სასადილო ობიექტები არ იყო იმგვარად აშენებული და იმდენად რეკონსტრუქტურებული, რომ აღნიშნული თავიდან ყოფილიყო აცილებული. სხვათაშორის, ეს ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, თუმცა 2013-2014 წლებში დაიწყო ამაზე მუშაობა და ეს პროცესი გრძელდება. ამის ნათელი მაგალითია ხონის ახალი სასადილო, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ე.წ. დასავლური პრინციპი. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ვერ დასრულდება, თუმცა ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს. მაგალითი გვაქვს, სტანდარტი შექმნილია რათა ეტაპობრივად მივაღწიოთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია ჯარის უვნებელი და კარგი კვება. ეს არის ე.წ. ევოლუციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად მოხდება ჩანაცვლება იმის, რაც მემკვიდრეობით გვერგო", - აღნიშნა კომპანია "სახელმწიფო კვეთიბი უზრუნველყოფის" დირექტორმა.

ქართული ჯარის კვებას 2015 წლის 15 თებერვლიდან შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" ახორციელებს.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42