,,მიპასუხე, როგორ გიხდიდა მიშა ფულს?“ ,,ისტერიკები ატეხე, რით დაგეხმარო“ - გამზარდია-ჟორჟოლიანის პოლემიკა
სოც.მედია - 13:45, 17 Mar, 2015     8697
„ილიაუნში ვინც მუშაობთ დამეხმარეთ:) ვერ გავუგეთ მე და ჩემმა ახალმა კოლეგამ არჩილ გამზარდიამ ერთმანეთს და მიხეილ სააკაშვილი, ილიაუნის თანამშრომლებს ფულს გიხდიდათ? “- კითხულობს ნანუკა ჟორჟოლიანი და ამ პოსტს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს. კოლეგებს შორის დაპირისპირება ივანიშვილის შოუს მოჰყვა. თუმცა, ტელეწამყვანების დაპირისპირება ბოლოს happy end -ით დასრულდა.


  • Archil Gamzardia კი ვიცი, რომ რეალობის დამახინჯების გარდა სხვა არაფერი გეხერხებათ და სინდისთანაც მწყრალად ხართ, მაგრამ რა ვქნა, ვერ გათეთრდებით, რაც გინდა ქვიშა დახარჯონ თქვენს ხეხვაზე...

    Nanuka Zhorzholiani Archil Gamzardia ნამუსი გააქვს?!!! რა დავამახინჯე? ეს არ მომწერე? დავაკელი რამე ან დავამატე?!!! და რაც მანდ წერია რა გავიგე!

    Archil Gamzardia მანდ მოწერაში სულ დეტალურად დაგიკონკრეტე, მაგრამ მეტი არაფერი გეხერხება, ჩემო კარგო, რომ სიცრუეები წერო და კამსამოლური პროპაგანდა ატრიალო, რა ვქნა, მე ვერ გიშველი.

    Nanuka Zhorzholiani Archil Gamzardia რა კომენტარი ჩააგდე ამიხსენი. ნაციონალები რომ კითხულობენ ლექციებს თურმე ნიშნავს რომ მიშა გიხდიდა ხელფასს? ქოცები სადაც მუშაობენ ბიძინა უხდის ხელფასს თუ ამიხსენი რას ვამახინჯებთ.

    Nanuka Zhorzholiani გთხოვთ ვინ რა გაიგეთ მის დაკონკრეტებაში ჩაანალიზეთ და სად არის კითხვაზე: როგორ გიხდიდა მიშა ფულს? -პასუხი. დამეხმარეთ ხალხოო

    Archil Gamzardia დავიჯერო განგებ ისულელებ თავს? აღქმის პრობლემის მქონე სუბიექტებისთვის ვაზუსტებ:

    1. წლებია ვმუშაობ უნივერსიტეტში, სადაც ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი (ვინც ქირაობს, იწვევს პედაგოგებს) არის ნაციონალური მოძრაობის ან წევრი ან თანამოაზრე....

    ·

    Nanuka Zhorzholiani Archil Gamzardia 1. ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მანდ, პოლიტიკური კუთვნილების გამო კი არა, პროფესიონალიზმის გამო იყო.

    2. პარტია რომელიც ხელისუფლებაში იყო რა შუაშია ადმინისტრაციასთან? ანუ თანამოაზრეობა ნიშნავს რომ დამფინანსებელია?

    3. ანუ? იმიტომ რომ მიშას თანამოაზრეებს ჰყავდი დაქირავებული, ნიშნავს რომ მიშა გიხდიდა ფუულს?

    მართლა სადაა ლოგიკა დამანახე თორემ შენი შეფასება რომ მაგარი ანალიტიკოსი ხარ, საპნის ბუშტივით გაქრება.

    მოკლედ მიპასუხე ფლზ.საიდან ფინანსდება ილიაუნი, ხელფასს ვინ გაძლევთ ლექტორებს


    დებილი ვარ? მართლა ვერ გავიგე მიშა როგორ უხდიდა გამზარდიას ხელფასს და რა ვქნა:(((

    Archil Gamzardia ნანუკა, რა ვქნა, რით დაგეხმარო, ძალიან გიჭირს. შენი ლოგიკა იყო, გადამხდელი ვინც ჰყავს ადამიანს, ისე იქცევაო. შენ კი ხარ შეჩვეული მაგას, მაგრამ მე მარტივად აგიხსენი, თუ რა კატეგორია იყო ჩემი დამქირავებელი, მაგრამ მათზე არ მიმუშავია მეთქი, ასევეა ახლაც-თქო, შენ შეწუხდი და ისტერიკები ატეხე. რა ვქნა, რით დაგეხმარო.

    Nanuka Zhorzholiani ლოგიკა მიჭირს? ოკ. მიჭირს. ახლა შენ მიპასუხე საიდან ფინანსდება ილიაუნი?

    Archil Gamzardia ნანუკა იძულებულია, ასეთი როლი ითამაშოს, თორემ ყოველთვის მაქვს განცდა, რომ ბოროტებებში ხელოვნურია, ბუნებრივად კი სასიამოვნო ადამიანია. დალაგდება ერთხელ ქვეყანა, ეს სულელური პოლიტიკური ისტერიკები არ იქნება და მე და ნანუკა ერთმანეთის სტუმრები ვიქნებით გადაცემებშიც და ისეც. მე ნანუკა. ბოდიში, თუ რამე გაწყენინე ან ზედმეტად ხისტად მოგწერე.

    Nanuka Zhorzholiani Archil Gamzardia შემარცხვინე. საბოდიშო არაფერი გაქვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42