სკანდალური ტენდერები - "ნაციონალები" მთავრობის წინააღმდეგ ფაქტებს ასაჯაროებენ
პოლიტიკა - 13:36, 17 Mar, 2015     2928

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობას კორუფციის წახალისებაში სდებენ ბრალს. ოპოზიცია ფაქტებს ასაჯაროებს, სადაც ასახულია თუ როგორ ახორციელებენ უწყებები გამარტივებულ შესყიდვებს. „ნაციონალების“ ინფორმაციით, შესყიდვები „ქართული ოცნების“ წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიებიდან ხორციელდება.

„გვინდა საზოგადოებას ამის რამოდენიმე ფაქტი გავაცნოთ. 2015 წლის მაისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისში ყოველწლიულ შეხვედრას მართავს. 2014 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც „შეხვედრის სათანადო დონეზე ორგანიზების მიზნით, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა საჭირო საქონლის, სამშენებლო სამუშაოს და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2014-2015 წლების განმავლობაში განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“.

შედეგად კი მივიღეთ გაბერილი თანხები და უაზროდ გახარჯული საბიუჯეტო თანხები. ასე მაგალითად სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შეხვედრის ორგანიზებისთვის გაიღო:

· 667 812 ლარი გახარჯა კომპიუტერული ტექნიკისთვის;

· 896 920 ლარი კი 491 ცალი კარის შეძენისთვის;

· 883 325 ლარი სკამების, დივნებისა და სავარძლებისთვის;

· 459 578 ლარი სხვა ავეჯისთვის.

მარტივი გაანგარიშებით შეხვედრისათვის მხოლოდ ამ კონტრაქტით დაიხარჯა თითქმის სამი მილიონი ლარი, იმ ნივთებზე, რომელთა ქირაობა ამ ერთჯერადი ღონისძიებისათვის ბევრად უფრო იაფი დაჯდებოდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ თითქმის მილიონ ნახევარი ლარის ავეჯი ნაყიდია შპს „გოლბი“-გან, რომლის დამფუძნებლები თბილისი საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი ლევან დარახველიძე და მისი ძმა ირაკლი გახლავან. ფირმის პირველი დირექტორი ლევანი იყო, ხოლო დღეს კი ამ მოვალეობას ირაკლი ასრულებს.

მეორე მაგალითი შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაა მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის ნომერი 1965 განკარგულების საფუძველზე:

· 2014 წლის 6 მარტს, ორი მილიონ ასშვიდი ათასზე მეტ ლარის კონტრაქტი გააფორმა შპსლ.მ.ც. გრუპი, რომელიც ერთი წლის წინაც არ არის შექმნილი, არც მსგავსი სამუშაოების გამოცდილება გააჩნია და არც ერთ სახელმწიფო ტენდერში არა თუ არ გაუმარჯვია არამედ მონაწილეობაც კი არ მიუღია;

· 2014 წლის 17 დეკემბერს, რვა მილიონ ორასთორმეტ ათასზე მეტი ლარის კონტრაქტი გაუფორმა ახლადშექმნილ შპს ჯენერალბილდინგს

მესამე მაგალითი ქალაქ თბილისის მერიამ 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ თითქმის 44 მილიონი ლარზე მეტი დახარჯა ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმებული ხელშეკრულებებით. ამ თანხაში არ შედის კანონის ძალით გაფორმებულ 5 000 ლარამდე ხელშეკრულებები და სერვის კონტრაქტები.

აშკარაა, რომ არავითარი ფორსმაჟორული აუცილებლობა არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა - მთავრობა ადვილად ჩაეტეოდა ტენდერების ჩატარებისთვის აუცილებელ დროში. ამას მიუთითებს თუნდაც ის, რომ კონტრაქტები მთავრობის განკარგულების მიღების შემდეგ მინიმუმ 4-5 თვის შემდეგაა გაფორმებული.

ლოგიკურია, გავიხსენოთ 90-იანი წლები, როდესაც თითოეული სახელმწიფო პროექტისა და დაკვეთის თანხის როგორც მინიმუმ 10% უბრუნდებოდა დამკვეთს, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩამოყალიბებული ქვეყნის მართვის ოლიგარქიულ/კორუფციული სქემის წარმომადგენელ არაუფლებამოსილ პირებს“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42