ომბუდსმენმა ოსური თემის მიგრაციასა და მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ანგარიში მოამზადა
პოლიტიკა - 13:15, 17 Mar, 2015     962

16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სპეციალური ანგარიში „საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაცია და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები“. ანგარიში დაფუძნებულია 2014 წელს ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიზანი იყო 1991–1993 წლებში შეირაღებული კონფლიქტებისა და ეთნიკური დაძაბულობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და დარღვეული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელი რეკომენდაციების შემუშავება.

1990-იან წლებში, მძიმე პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების ფონზე, ეთნიკურად ოსების დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს ადამიანები ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდნენ, რაც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია და იწვევეს საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურ შეწყვეტას.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილმა საქმეებმა ცხადყო, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა მიმართ და მათ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა/პოლიტიკა არ გააჩნია. ამ ფონზე, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები, უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას არ ითვალისწინებენ კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სპეციფიკურ პირობებსა და საჭიროებებს. არ არსებობს განჭვრეტადი კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მოხდებოდა მოქალაქეობის მინიჭება ან უარის თქმა და სტანდარტული უარყოფითი დასკვნები არსებითი დასაბუთების გარეშე გაიცემა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაზე და მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ემსახურება.

„აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს განსაკუთრებული მიდგომა კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელება და სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევროპის საბჭო საქართველოს სთავაზობს საერთაშორისო ექსპერტის ჩართვას საკანონმდებლო დონეზე“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლაში სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში ჩართულ შესაბამის სტრუქტურებს, კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ადასტურებენ საქართველოში ცხოვრებას და გამოთქვამენ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილს, იხელმძღვანელოს განსხვავებული მიდგომებით და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას საფუძვლად განისაზღვროს სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42