ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დევნილთა მოთხოვნებს პასუხობენ და ამბობენ, რომ ვარკეთილში ბინების მესაკუთრეებისგან ფართებს გამოისყიდიან.
მათი ინფორმაციით, უწყება ცდილობს მესაკუთრეებთან პირადად აწარმოონ მოლაპარაკებები, რათა დევნილებს თანხის გადახდა არ მოუწიოთ.
რაც შეეხება 25 000 დოლარის მოთხოვნას, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მურად აბლოთიას თქმით, ცოტა გაზვიადებულია ეს თანხა.
„ჩვენ კვადრატულში 50 დოლარს ვიხდით. დამატებით შესაძლოა მეპატრონე ითხოვდეს თანხას, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს ტვირთი დევნილებს არ დააწვეთ და მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ თანხის გადახდა", - განაცხადა მურად აბლოთიამ.
სოზარ სუბარის უწყებასთან აქციას ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში მცხოვრები დევნილები მართავდნენ. ისინი ბინების დაკანონებას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






