ლაჰიუს თქმით, მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ორგანიზაციის როლის გააზრება, რომლის მიზანიც საქართველოს მხარდაჭერაა.
„ცენტრის ადგილმდებარეობა საქართველოს სამხედრო ბაზა იქნება. ნატო-ს რამდენიმე ოფიცერი ამ ბაზაზე განთავსდება და ისინი ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ. ამიტომაც, ეს სამხედრო კუთხიდან დანახულ საფრთხეს არ წარმოადგენს,“ - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუმ ეს განცხადება თავდაცვის სამინისტროში ნატოს შემაფასებელი ჯგუფისა და თავდაცვის მინსიტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საწვრთნელო ცენტრი საქართველოში მიმდინარე წლის შემოდგომისთვის გაიხსნება, რის გამოც რუსეთის საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ეს ცენტრი რეგიონისთვის საფრთხეს შეიცავს.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






