„თუკი 21 მარტის აქციის მოთხოვნა იქნება, რომ გადადექითო, ამის დაკმაყოფილებას არც მე ვაპირებ და არც მთავრობა. თუკი მოქალაქეები გვეუბნებიან, იმიტომ უნდა გადადგეთ, რომ... და 37 საკითხს გვისახელებენ, ამას ძალიან ყურადღებით მოვუსმენთ. თუ ჩავთვლით, რომ ეს მოთხოვნები და წუხილები სწორია, მაშინ წუხილებზე პასუხის გაცემას შევეცდებით და არა გადადგომას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია ყველა მოქალაქეს მისცეს საშუალება გამოხატოს პოზიცია კანონის ფარგლებში.
„21 მარტს არაფერი არ იწყება, არაფერი არ მთავრდება, ცხოვრება მშვიდად და წყნარად უნდა გაგრძელდეს, რადგან ყველა ამ პროცესს ერთი დასასრული აქვს - არჩევნები. თუ ვინმე თვლის, რომ საჭიროა, ყოველ დღე ქუჩაში სიარული, იაროს და მას ამას ვერ დავუშლით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






