„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, პტოკურატურაში ახლდაშექმნილი დეპარტამენტის შექმნა მნიშვნელოვანია. თუმცა დეპუტატის თქმით, ამ დეპარტამენტთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, რაზეც მთავარმა პროკურორმა უნდა უპასუხოს.
„მთავარი პროკურორი მემგონი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს კანონმორჩილების კუთხით მთელი დანარჩენი საქართველოსთვის. ველოდებით მას, მობრძანდით ბატონო, არავინ არ შეგჭამთ“, - აცხადებს ფრაქციის წევრი გია ცაგარეიშვილი.
შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატები“ პლენარულ სხდომაზე მთავარი პროკურორის დაბარებას ითხოვენ. ამის მიზეზად პროკურატურაში ახლადშექმნილი დეპარტამენტი სახელდება. შესაბამისი მოთხოვნა ფრაქციის წევრებმა გუშინ, ბიურის სხდომაზე გააჟღერეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სამართალწარმოების მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე. სწორედ ამ ახალი უწყების შესახებ სურთ დეტალური ინფორმაციის მიღება დეპუტატებს.
მასალის გამოყენების პირობები






