გრიგოლ ვაშაძის თქმით, ორგანიზაცია უკვე აყალიბებს რეგიონულ ორგანიზაციებს და 2016 წელს ,,ივერია“ საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
,,სამწუხაროდ, ისე მოტრიალდა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, რომ ერთდროულად აღმოვჩნდით სავალუტო, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, იმ ფორმიდან, რომლიდანაც ვართ, ანუ დამოუკიდებელი გაზეთის ფორმიდან, უკვე გადავიდეთ მოძრაობაში", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის თქმითაც ,,ივერიას“ ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგამა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
ვაშაძემ აღნიშნა, რომ ,,ივერიის“ მიერ არ იქნება გამოყენებული ტერმინი - პოლიტიკური პარტია. მან ამის მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს არის ერთგავრი საშუალება იმისათვის, რომ როგანიზაციაში თუნდაც სხვა პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებიც გაერთიანდნენ.
,,ჩვენ შეგნებულად არ გვინდა პოლიტიკური პარტია იმისთვის, რომ საშუალება დავუტოვოთ ადამიანებს გაერთიანდნენ ამ მოძრაობაში. ჩვენ ახლა ხომ იდეოლოგიას არ მივდევთ. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი. ამიტომ საზოგადოებრივ მოძრაობაში ამ პრინციპით შეიძლება მაგალითისთვის სოციალ-დემოკრატიც და ქრისტიან-დემოკრატიც გაერთიანდეს. მთავარია, რომ ყველა ვთანხმდებით, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი, ამიტომ ტერმინს, პოლიტიკურ პარტიას, ჩვენგან ვერ გაიგებთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






