"შეხვედრა იყო საქმიანი. დაისვა ძალიან კარგი კითხვები, რომელიც ფრაქციის წევრებს ჩემს ხედვებთან დაკავშირებით ჰქონდათ. იყო კრიტიკული გამოსვლებიც. ვფიქრობ, შეხვედრა ეფექტური იყო. გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, თავად მიიღებენ. იყო საინტერესო კითხვები ჩემს წარსულ სამოსამართლეო პრაქტიკასთან დაკავშირებით, ჩემს სამოსამართლეო საქმიანობის პერიოდში დისციპლინარული სამართალწარმოების საბჭოში მოღვაწეობაზე. ასევე მოითხოვეს სტატისტიკა ჩემს მიერ მიღებულ გამამართლებელ განაჩენებთან დაკავშირებით. კითხვები დაისვა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. ასევე სამართალწარმოების პერიოდში მსხვერპლთა საქმეების გადასინჯვის შესახებ", - განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძის შეფასებით, მან ფრაქციის წევრების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.
ხვალ ნინო გვენეტაძესთან შეხვედრას ფრაქცია "ქართული ოცნება რესპუბლიკელების" წარმომადგენლები გეგმავენ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






