ცალსახად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სტილია - მერაბ ქვარაია
პოლიტიკა - 20:30, 16 Mar, 2015     864
მე მივედი დაპირისპირების ადგილზე და ვთვლი, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია - ამის შესახებ ზუგდიდის საკრებლოს თავმჯდომარემ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში განაცხადა. მერაბ ქვარაია ცალსახად ემიჯნება პოლიტიკაში ყოველგვარ ძალადობას და ამბობს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების პროვოკაციული ქმედებების გამო დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ცალსახად ვემიჯნები პოლიტიკაში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებას. ეს არ არის ,,ქართული ცონების“ და იმ ხელისუფლებსი სტილი, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას. ეს არის ისევ და ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი ხელისუფლების მეთოდები, რომლებიც ხელის გადაგრეხვით, კომბლებით, რეზინის ტყვიებით, დაპატიმრებები და სხვადასხვა საშინელი მეთოდებით ებრძოდნენ საკუთარ მოსახლეობას. ბუნებრივია, ვწუხვარ მომხდარის გამო. სამწუხაროა, რომ მშვიდობიანი აქცია, რომელიც იყო ორგანიზებული საზოგადოებრივი აზრის დარბაზის მიერ, შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გამოძახებული იქნა პოლიციის ძალები, რომლებმაც მოახერხეს დაპირისპირებული მხარეების დაშოშმინება“ - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება ანი ნადარეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სიას, სადაც დარბევის ორგანიზატორთა სიაში მერაბ ქვარაიაც არის ხსენებული, საკრებულოს თავმჯდომარე ამას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი ცილისწამებები არ არის ახალი ახალაიებისა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ქვარაია ამბობს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის „გამომწვევმა ქმედებებმა სიტუაცია დაპირისპირებამდე მიიყვანა.

,,მე მიჩვეული ვარ ასეთ ბინძურ ცილისწამებებს და მათგან ეს არ მიკვირს... თუმცა ყველა ხედავდა თუ რა მიზნით ვიყავი მე, მერაბ ქვარაია იქ. რომ არა ჩემი ჩარევა, დამერწმუნეთ უფრო მძიმე იქნებოდა შედეგები იმ პროვოკაციული ქმედებისა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ადამაინების მხრიდან წამოვიდა, რომლებიც იყვნენ თავისუფალი ზონის ოფისში, როგორც ამას აქციის მონაწილეები აფიქსირებენ, და მათმა ჟესტიკულაციამ, გამომწვევმა მოქმედებებმა გამოიწვია ის პროვოკაცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“ - აცხადებს ქვარაია.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს დაპირისპირება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია. ,,მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დღეს თუ ვინმეს არ აწყობს დაპირისპირება, ქაოსი და პროვოკაციები, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც მეც წარმოვადგენ. ერთადერთთი ძალა, რომელსაც უნდა რომ ადამიანები დააპირისპიროს და ქაოსი და ძმათშორის ომი გამოიწიბოს, ეს არის ,,ნაციონალური მოძაობა და მისი წამომადგენლები“ - აცხადებს ქვარაია, რომელიც დეპუტატ აკო მინაშვილს ასევე პროვოკაციული განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს.

,,აკო მინაშვლი რამდენიმე დღეა ზუგდიდში იყოფება და მისი გამომწვევი განცხადებებით აღიაზიანებს საზოგადოების წევრებს და მოწინაარმდეგე პოლიტიკურ ძალებს. ეს ადამიანები ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულები, როგორც ეს კადრებში გამოჩნდა, ცდილობდნენ დაპირისპირების გამოწვევას“ - აცხადებს ქვარაია და დასძენს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირებისკენ, მათი მხრიდან აუცილებად იქნება აღკვეთილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42