შაშკინის თქმით, კვლევა ადასტურებს იმას, რომ მთავრობას არ ესმის კონცეპტუალურად თუ რა პრობლემები დგას მოსახლეობის წინაშე და რა აწუხებს ხალხს. ყოფილი მინისტრი ძირითადად გამოყოფს მოსახლეობის მხირდან დასაქმებისა და განათლების სფეროს საქმიანობის შეფასებას.
,,პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, -50 ეს არის ქულა, რომელსაც ხალხი აძლევს დასაქმებას და ეკონომიკურ მდგომარეობას. კველვა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მოლოდინიც კი არ არის იმისა, იქნებ ქვეყანაში რამე გამოსწოდეს. ეს არის უკიდურესად ცუდი ჩვენი შვილებისთვის და საგანგაშოა ზოგადად მომავლისთვის. მოლოდინი ქმნის ამინდს, მოლოდინს მოაქვს ინვესტიციები და იქმნება განცდა, რომ პრობლემები გამოსწორდება. დღეს მოლოდინიც აღარ არის ქვეყანაში. ხალხს აწუხებს ეკონომიკა, დასაქმება და ამ დროს მთავრობა ამაზე არც მუშაობს და გეგმასაც არ აცნობს საზოგადოებას, თუ რას აპირებს“ - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროს, რომელიც ლიდერობს და რომლის პარამეტრმაც 7%-ით მოიმატა, შაშკინი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი სფერო, რომელსაც ხალხი შედარებით პოზიტიურად აფასებს, თუმცა მისივე განმარტებით, აქაც საუბარია იმაზე, რომ ბიუჯეტი ფულს დებს პროგრამაში და ამის ხარჯზე შედარებით ხდება სიტუაციის დაჭერა. განათლების ყოფილი მინისტრი განსაკუთებით გამოყოფს განათლების სფეროს მიმართ ხალხის განწყობას. შაშკინი ხაზს უსვამს რომ წინა ხელისუფლების პირობებში სფეროს წარმატებულობის 64 იყო დღეს 7-მდეა ჩამოსული.
,,მინდა გამოვყო განათლების სამინისტროს საქმიანობა, რომელსაც პოზიტიურად აფასებს 7%. 2011 და 2012 წლის დასაწყისში, როცა ასეთივე კვლევა ჩატარდა, კარგად მახსოვს, განათლების სამინისტროს საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა 64% და მე ჩემს თანამშრომლებს ვეჩხუბებოდი რომ ეს არ იყო საკმარისი და ვგეგმავდით უფრო მეტ რეფორმებს, აქტიურობას და მეტ ნაბიჯებს ვდგამდით, რომ განათლების სისტემა უფრო ეფექტური გამხდარიყო. დღეს არის 7% და მავნებელი სანიკიძე ამაზე ხმასაც არ იღებს, ანუ 64%-დან სამინისტროს წარმატებულობა დაიყვანეს 7-ზე და ეს არის მაჩვენებელი იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში“ - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
კომპანია ,,აიფიემმა" მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით მორიგი კვლევა ჩაატარა. ,,ნიუპოსტისთვის" მიწოდებულ კვლევაში საუბარია მთავრობის საქმიანობის ექფეტურობასა და წარმატების მოლოდინის ინდექსზე, კერძოდ, თუ როგორ აფასებს საზოგადოება გასული წლის დეკემბერთან შედარებით 2015 წლის თებერვლის თევში მთავრობის საქმიანობას ყველა მიმართულებით. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ერთადერთი უწყება, ეს არის ჯანდაცვა, რომელიც კვლავაც ლიდერობს და რომლის პარამეტრმაც 7%-ით მოიმატა.
მასალის გამოყენების პირობები






