ზუგდიდის კულტურის ცენტრში ე.წ. ციხის კადრების შემცველი ფილმის ჩვენებაზე სკოლების მოსწავლეების დასწრებასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, ღარიბაშვილის განცხადებით ის ამ ფაქტს არ მიესალმება, თუმცა პრემიერმა შესაძლო პროვოკაციაზეც გააკეთა აქცენტი:
"არ მივესალმები დაბალი კლასების მოსწავლეების მიყვანას დარბაზებში. თუმცა, როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, ეს იყო პროვოკაცია, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების მიყვანას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამის მიუხედავად, არ გვჭირდება ზედმეტი ემოციები, აგრესია, პროვოკაციები. ორივე მხარეს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მინდა, მივმართო მოსახლეობას - სახელმწიფო დღეს დგას მოწოდების სიმაღლეზე, ნებისმიერი პროვოკაცია იქნება აღკვეთილი. მესმის, რომ მოქალაქეებს სურთ, მათ მიუზღან ჩადენილი დანაშაულების გამო, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამეგრელოში. შეგახსენებთ, რომ ჩემი მინისტრობისას აღმოვაჩინეთ ენით აღუწერელი სადისტური კადრები, ვნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ტანჯავდნენ მოქალაქეებს განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






