"ყველამ კარგად იცის, განსაკუთრებით ჩვენმა მოსახლეობამ და ჩვენმა პარტნიორებმა რომ საქართველო არათუ მიილტვის ნატოსკენ, არამედ ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის იმპლიმენტაციის პროცესი ადეკვატური ტემპით მიმდინარეობს. ცალკეულ დეპუტატებს, ცალკეულ ადამიანებს, ჩვენს მოქალაქეებს შესაძლოა განსხვავებული აზრი ქონდეთ, ეს მათი უფლებაა, მეტიც ეს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას უსვამს ხაზს. თუმცა, მთავარია ქვეყნის ხელისუფლების სახელმწიფოს პოლიტიკა რა არის და აქ დამატებითი კითხვები არ არსებობს", -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილმა კომენტარი ნატოს სასწავლო ცენტრთან დაკავშირებითაც გააკეთა და იმედი გამოთქვა რომ იგი წლის ბოლომდე დასრულდება.
"ბრიუსელში მქონდა შეხვედრა იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, რომელიც უშუალოდ კურირებს ამ პროცესს. მან თავის მხრივ დაადასტურა, რომ საქართველოს მხარე აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას ასრულებს დროულად და პირნათლად. საქართველოს საელჩომ ბრიუსელში დამიდასტურა, რომ პროცესი არის ყველაზე ინტენსიური ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომელიც კი ოდესმე ყოფილა. შესაბამისად, არ არსებობს კითხვის ნიშნები, ხომ არ ხდება არასწორი მოქმედებით რაიმე ამ პროცესის შეფერხება. დაგეგმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მე მგონია, რომ ყველაფერი წლის ბოლომდე მოესწრება", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობა უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






