უპასუხისმგებლო მერიას ერთად შევახსენებთ ფუნქციებს - ხარატიშვილმა მორიგი აქცია დააანონსა
პოლიტიკა - 16:06, 16 Mar, 2015     1560
პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ ლიდერი ზურაბ ხარატიშვილი აცხადებს, რომ მერია ცდილობს იპოთეკით დაზარალებულთა აქციის მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის წევრებად წარმოაჩინოს და მოთხოვნებზე პასუხის გაცემას ფორმალური მიზეზებით აარიდოს თავი.

„პარასკევს, 13 მარტს, თბილისის მერიამ იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანების აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეები ნაციონალური მოძრაობის წევრებად მოიხსენია. მერია შეეცადა აგრეთვე დაზარალებულთა მოთხოვნებზე პასუხის გაცემის ვალდებულებისთვის ფორმალური მიზეზებით აერიდებინა თავი და განაცხადა, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა მის კომპეტენციას არ განეკუთვნება.

ჩვენ, ამ აქციაში მონაწილე პოლიტიკურმა გაერთიანებამ გვინდა სიცხადე შევიტანოთ შექმნილ ვითარებაში და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქმე ეხება ათასობით დაზარალებულ ადამიანს და ქ. თბილისის მერიის ფორმალურ-ბიუროკრატიული დამოკიდებულება მათთვის შეურაცხმყოფელია. ამ ადამიანებმა კარგად იციან საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის თვითმმართველობის კოდექსი და მერიისგან იმას ითხოვენ რაც მის კომპეტენციას განეკუთვნება. როგორც ჩანს, ბ-ნ ნარმანიას არ აქვს ამ ადამიანებთან შეხვედრისა და ურთიერთობის სურვილი, სხვა შემთხვევაში შეხვდებოდა მათ და ადვილად გაერკვეოდა მოთხოვნების კანონზომიერებაში.

ამასთან, აშკარა და თვალშისაცემია ის ფაქტი, რომ მერია თავისი განცხადებით იპოთეკით დაზარალებულებისა და ე.წ. „ატსტუპნიკების“ მწვავე სოციალური პრობლემების პოლიტიზირებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ ამ გზით გაექცევა პასუხისმგებლობას. აქციის მონაწილეთა რომელიმე პარტიის მომხრეებად ან მოწინააღმდეგეებად გამოცხადება არის სრული პოლიტიკური სიბეცე, რადგან ეს პრობლემები ზეპარტიული პრობლემებია და მათი გადაწყვეტა დაზარალებულთა პოლიტიკურ სიმპათიებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. როგორც ჩანს, ქალაქის მერიას ეს არ ესმის, რაც პრობლემას უფრო ამძიმებს.

გვინდა მოვუწოდოთ მერიას კარგად გაახილოს თვალი და აქციის მონაწილეთა შორის 2012 წლის არჩევნებისდროინდელ "ქართული ოცნების" კოორდინატორებსა და შტაბების უფროსებს დაინახავს. აშკარაა, რომ ხელისუფლება, არც ცენტრალური და არც ადგილობრივი, დაზარალებულთა პრობლემებით თავის შეწუხებას არ აპირებს, მაგრამ ეს პროცესი ვერ გაჩერდება, ვინაიდან ამ ხალხს დასაკარგი არაფერი აქვს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ, პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, კვალავაც ვაპირებთ უსამართლოდ დაზარალებულთა მხარდამჭერას და პარასკევს, 20 მარტს, მონაწილეობას მივიღებთ მორიგი იპოთეკით დაზარალებულებისა და ე.წ. „ატსტუპნიკების“ საპროტესტო აქციაში, სადაც ერთად შევახსენებთ ქალაქის მერიას თავის ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას.“- ნათქვამია „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკით დაზარალებულმა პირებმა მერიის წინ აქცია გამართეს და დავით ნარმანიასგან მთავრობათან შუამდგომლობა მოითხოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42