ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი გამიზნული პროვოკაციაა - პრემიერი
პოლიტიკა - 15:50, 16 Mar, 2015     1680

პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გმობს და ამბობს, რომ ეს გამიზნული პროვოკაციაა.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კატეგორიულად ვგმობ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მოჰყვა დაპირისპირება და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვენს მოქალაქეებს შორის. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს.

დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მომავლისკენ ვიყუროთ და ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისი და ანი ნადარეიშვილის "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრი" დაარბიეს.


ნინი კაციტაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42