განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა სკოლების ინსპექტირება დაიწყო
პოლიტიკა - 15:25, 16 Mar, 2015     1497

განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, საუბარია "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის მიერ არასრულწლოვანთათვის ფილმის ჩვენებაზე.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სამეგრელოში სკოლის მოსწავლეთა დასწრებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის” მოწყობილ ფილმის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის N290, N291 და N292 ბრძანებების თანახმად, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა უკვე დაიწყო ზუგდიდის, ხობის და ფოთის რესურსცენტრების და მის დაქვემდებარებაში არსებული სკოლების ინსპექტირება.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა, რადგან სკოლა აპოლიტიკური ორგანიზაციაა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის და მის დაქვემდებარებაში შემავალი ყველა საჯარო უწყებისთვის სკოლის პოლიტიზაციის ნებისმიერი გამოვლინება, პრინციპულად მიუღებელია.

სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვებისა და მოზარდების დაშვებას მათთვის შეუფერებელ, მძიმე შინაარსის ინფორმაციასთან. შესაბამისად, როგორც მასწავლებელი, ასევე დირექტორი, სკოლის ადმინისტრაცია და რესურსცენტრი ვალდებულია დაიცვას ბავშვის უფლებები, სკოლის შინაგანაწესი და კანონი, რომლის დარღვევაც არავის ეპატიება.

სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს იმის დასადგენად თუ როგორ მოხვდნენ ბავშვები ფილმის ჩვენებაზე და თუ დადასტურდა, რომ ამ პროცესში რაიმე ფორმით უწყების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, უმოკლეს დროში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, გია სალუქვაძის ორგანიზებით ზუგდიდში, ფოთსა და ხობში დოკუმენტური ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი ქრონიკის" ჩვენება გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42