თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია და ის ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არის მიმართული.
ამის შესახებ ჯანელიძემ თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში განაცხადა.
„ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელება, რომელიც საქართველოს უელსის სამიტზე მიენიჭა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ჩვენი საგარეო კურსი უცვლელია და ის საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ არის მიმართული. ნატოს არსებითი პაკეტის განხორციელება კი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ხელს შეუწყობს. ნატოსთან ურთიერთობა კვლავ საქართველოს საგარეო პრიორიტეტად რჩება. არსებითი პაკეტის ინპლემენტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურებას ვაპირებთ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






