"მე იმედი მაქვს, პრეზიდენტის გამოსვლა იქნება ძალიან საინტერესო. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს პარლამენტის უმრავლესობიდან გაისმის ძალიან ცუდი მესიჯები. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ იგივე თოფაძის განცხადება, რომ ნატო ჩვენ არაფერში გვჭირდება. როცა მსგავსი გაუგებარი განცხადებები კეთდება, ბუნებრივია, საჭიროა ვიღაცამ დასვას მკაფიო აქცენტები, ყველაფერი დაალაგოს. ამ მხრივ ჩვენ ველოდებით პრეზდენტისგან ძალიან მკაფიო და დამაიდებელ მესიჯებს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის გამოსვლა იქნება მკვეთრად მიმართული საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაზე და ჩვენს ეროვნულ ინტერსებზე", - განაცხადა შარაშენიძემ.
შარაშენიძის თქმით, აგრეთვე დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინასთან მეგობრობის შესახებ პოზიციის დაფიქსირებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში 20 მარტს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები






